top of page

Translation Club's Debut: American Poetry

Translation Club

Updated: Dec 27, 2020

Dear readers,

Our translation club is just a month old, but we feel we can make our debut with these few masterpieces from American poetry translated into Georgian. Hope you enjoy them!




Როცა განსწავლულ ასტრონომს ვუსმენდი


Როცა განსწავლულ ასტრონომს ვუსმენდი,

Როცა ფაქტები და ციფრები, ჩემს წინაშე სვეტებად იყო განლაგებული,

Როცა მაჩვენეს გრაფიკები და დიაგრამები, რომ შემეკრიბა, ზუსტად გამეყო და გამეზომა,

Როცა ვიჯექი და ვუსმენდი ასტორნომს, ვიდრე ის ლექციას კითხულობდა და

ოვაციით ოთახი ქუხდა,

Რა მალევე, უმიზეზოდ დავიღალე და შემძულდა ეს ყველაფერი,

ვიდრე გარეთ არ გამოვაღწიე მარტოდმარტო სახეტიალოდ,

იმ Მისტიკური და ნოტიო ღამის ჰაერში, და დროდადრო

ავხედავდი ვარსკვლავების სრულყოფილ დუმილს.

-უოლტ უიტმენი

ინგლისურიდან თარგმნა თიკო დოლიძემ



Უოლტ უიტმენი (1819-1892) - ამერიკელი პოეტი, ჟურნალისტი და ესეისტი. Იგი აღიარებულია, “თავისუფალი, ანუ თეთრი ლექსის მამად.”


Ჩუმი მოთმინებით სავსე ობობა


Ჩუმ მოთმინებით სავსე ობობას,

Მოვკარი თვალი კონცხზე რომ იდგა მარტოობაში,

Მოვკარი თვალი როგორ ზვერავდა ვრცელსა და ფართო არემარეს,

და ტყორცნიდა წინ ქსელის ძაფს, ძაფს, ძაფს საკუთარი თავიდან,

და განაგრძობდა ნასკვთა გამოსხნას, დაუღალავად, შეუჩერებლად.


და სულო ჩემო შენც ხომ მის მსგავსად ეულად დგახარ,

შემოსაზღვრული, მოწყვეტილი, ამ უსაზღვრო ოკეანეთა სივრცეში,

უწყვეტად ეძებ სფეროებს, რომ მათ მოეჭიდო,

Სანამ საჭირო ხიდი შენს წინ არ გაიდება, სანამ ღუზა არ ჩაეშვება,

Სანამ ნატყორცნი ძაფი მიზანს არ ჩაებმება, ო სულო ჩემო.

-უოლტ უიტმენი

ინგლისურიდან თარგმნა თიკო დოლიძემ



 

სარკე


ვერცხლისფერი ვარ და ზუსტი. წინასწარ არავის განვსჯი.

რასაც კი ვხედავ, წამშივე ვყლაპავ.

ზუსტად ისეთს როგორიცაა, თვალს ვერ მიხვევს სიყვარული, ვერც სიძულვილი,

სასტიკი არ ვარ, მხოლოდ გულწრფელი-

თვალი - ოთხკუთხა, პატარა ღმერთის.

დაღამებამდე მოპირდაპირე კედელს შევყურებ.

ვარდისფერია, დაკოპლილი. უკვე იმდენი ხანია რაც მას მივჩერებივარ

ვგონებ ამ გულის ნაწილია. მაგრამ კრთება.

ისევ და ისევ სახეები და წყვდიადი გვაშორებს ჩვენ ორს.


ახლა ტბა ვარ. ქალი იხრება ჩემ ზედაპირზე.

ჩემს სიღრმეებში დაეძებს თავის ნამდვილ ანარეკლს.

შემდეგ კი ისევ უბრუნდება ამ თვალთმაქცებს, სანთლებს ან მთვარეს.

ვხედავ მის ზურგს, და ერთგულად მასაც ვირეკლავ.

ის მაჯილდოვებს ცრემლებით და ხელის ცახცახით.

მისთვის ბევრს ვნიშნავ. მოდის და მიდის.

მისი სახეა, რაც ყოველ დილას ანაცვლებს წყვდიადს.

ჩემში ჩაახრჩო ახალგაზრდა გოგონა და ახლა მისკენ მოხუცი ქალი

დღითი-დღე უფრო იზრდება, როგორც საზარელი თევზი, მოიწევს.

-სილვია პლათი

ინგლისურიდან თარგმნა ალექსანდრია ლომინაძემ



სილვია პლათი (1932-1963)- ამერიკელი პოეტი და მწერალი. პლათი უმეტესწილად ცნობილია, როგორც პოეტი, თუმცა მისი რომანი „ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა. პლათის შემოქმედებაში ფემინისტები ხედავდნენ სამყაროს, სადაც მამაკაცები დომინირებენ და ქალური გენია ითელება.


 

რადგან სიკვდილისათვის მე ვერ შევჩერდი


სიკვდილისათვის მე ვერ შევჩერდი —

ნება იბოძა, თვითონ გაჩერდა —

ვაგონში მხოლოდ ორნი ვისხედით

და უკვდავება.


ნელა ვიარეთ — ის არ ჩქარობდა

და მეც გადავდე გვერდზე ყოველი —

ძველი საქმე და თავშესაქცევი —

თავაზიანად უკან გავყევი.


ჩვენ ჩავუარეთ სკოლას, ბავშვები —

რბოდნენ წრეებად — შესვენებაზე.

გავცდით კაშკაშა ჭვავის მინდვრებსაც

და ჩამავალ მზეს —


ან იქნებ უფრო - მან ჩაგვიარა —

ცვარს შეეპარა სუსხი და ყინვა —

მე კი ვიყავი თხელი მანტიით —

ძლივს მიფარავდა მხრებს პალანტინი.


გავჩერდით სახლთან, რომელიც ჰგავდა

ნიადაგიდან ბორცვს ამოზნექილს —

მას სახურავი ძლივს მოუჩანდა

და ლავგარდანი იყო მიწაში.


მას შემდეგ — გავლილ საუკუნეებს —

ვგრძნობ დღეზე მოკლე თავგადასავლად.

მე კი მეგონა — ცხენის თავები —

ეშურებოდნენ უსასრულობას.


-ემილი დიკინსონი

ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ხადურმა

ემილი დიკინსონი (1830-1886) - ამერიკელი პოეტი. Ჩვეულებრივ, მისი ლექსები გამოირჩევა მოკლე ხაზებით და უსათაურებით. ბევრი მათგანი ეხება სიკვდილისა და უკვდავების თემას - ორი საკითხი, რომელიც ემილის მიერ მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში მკაფიოდ ჭარბობს.

 

ჭინჭრის დედა


თუ ცივი გულის პატრონი ხარ, ასე იცხოვრებ,

როგორც მე: ჩრდილში, ამ გაყინულ ლოდზე გაკრული,

უზარმაზარი ნეკერჩხლების ქვეშ.

მზე ძლივს მეხება,

დრო და დრო ვხედავ მას ადრეულ გაზაფხულზე, სადღაც შორეთში როგორ ამოდის.

შემდეგ ფოთლებით იფარება, აღარც კი მოჩანს. თუმცა მე მას ვგრძნობ,

როგორ ელვარებს, იმპულსურად, ფოთოლთა შორის,

თითქოს ვიღაცამ მინის ჭიქას შემოარტყა მეტალის კოვზი.

ყველა არსებას ერთნაირად როდი სჭირდება

სინათლის სხივი. ზოგიც

ჩვენით ვქმნით ამ სინათლეს: ვერცხლისფერ ფოთოლს,

ბილიკს რომელსაც ვერვინ გაყვება, გათხელებულ

ტბას, ვერცხლისწყალი რომ გადაკვრია უზარმაზარი ნეკერჩხლების ქვეშ.

თუმცა თვითონაც მშვენივრად იცი.

შენც და სხვა ყველამ, ვისაც ჰგონია,

რომ სიმართლისთვის ცხოვრობთ და მასთან,

ისიც გიყვართ, რაც ცივია.

-ლუის გლუკი

ინგლისურიდან თარგმნა თიკა ნაზრიშვილმა


ლუის გლუკი - ამერიკელი პოეტი, 2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში. შვედეთის აკადემიის პრესრელიზში, მასზე წერენ, რომ “აქვს გამორჩეული პოეტური ხმა, რომელიც მკაცრი მშვენიერებით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად აქცევს."

 
 
 

Comments


Post: Blog2 Post

©2020 by GZAAT Gazette.

bottom of page