ო’ჰენრი
ვაშინგტონის მოედანზე არსებული ქუჩები ველურად იყო ქცეული, ისინი დაშლილიყო პატარ-პატარა ნაწილებად და თითქოს სხვადასხვა “ადგილებად” სურდა თავის წარმოჩენა. მხატვარი, რომელიც ხშირად სტუმრობდა ერთ-ერთ ქუჩას, ამჩნევდა რაღაც განსაკუთრებულს და ღირებულს მასში. დავუშვათ მას გადასახდელი ჰქონდა თანხა, რაღაც ნივთისთვის, მაგრამ ფული არ გააჩნდა. დავუშვათ მას ქუჩებში ხეტიალით ფულის შოვნის იმედი ჰქონდა, ამ ქუჩებში ხეტიალისას შესაძლოა დაენახა საკუთარი თავი. ქალაქის ამ ნაწილს გრინვიჩი ერქვა. ძველ გრინვიჩში მხატვრები ჩადიოდნენ და არჩევდნენ განათებულ და კომფორტულ ოთახებს, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომი იყო.
ახალგაზრდა ქალბატონები სუი და ჯონსი, გრინვიჩის სამსართულიანი შენობის ბოლო სართულზე ცხოვრობდნენ, ერთ-ერთი მათგანი მენიდან იყო ხოლო მეორე კალიფორნიიდან. ისინი ერთმანეთს მერვე ქუჩაზე, რესტორანში შეხვდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ. ორივე მათგანს ერთი და იგივე ტიპის საჭმელი მოსწონდა, ორივეს ხელოვნების ერთნაირი ნიმუშები იტაცებდა და მათი სტილიც ძალიან წააგავდა ერთმანეთს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ერთად ეცხოვრათ და ემუშავათ.
ზამთრის დასაწყისი იყო, გრინვიჩში უცნობი ჩამოვიდა. მას ვერავინ ამჩნევდა. დადიოდა ქუჩებში და მისი ცივი და უხეში თითებით ხან ერთ ადამიანს შეეხებოდა ხან მეორეს. ექიმები მას მეტსახელ, “პნევმონიას” უწოდებდნენ. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ის ყოველთვის ჩქარობდა, თუმცა ქალაქის ვიწრო ქუჩებში ის თითქმის არ მოძრაობდა. მისტერ პნევმონია ნამდვილად არ იყო თავაზიანი და კეთილი მოხუცი ჯენტლმენი. თავაზიანი და კეთილი მოხუცი ჯენტლმენი დანამდვილებით არ ავნებდა ახალგაზრდა კალიფორნიელ ქალს. მაგრამ მისტერ პნევმონია ხშირად ეხებოდა ჯონსის, თავისი უხეში და ცივი თითებით.
ჯონსი გაუნძრევლად იწვა ლოგინზე და მის გვერდით არსებულ ფანჯარას გაჰყურებდა. ერთ დილას სუის მობილურზე ექიმმა დაურეკა. ის დერეფანში გავიდა, რომ მათი დიალოგი ჯონსის არ გაეგო.
- მისი გადარჩენის ძალიან მცირე შანსი არსებობს- თქვა ექიმმა.მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს გადარჩენის შანსი, თუ სიცოცხლე უნდა. როდესაც ადამიანებს სიცოცხლე არ სურთ, მე მათთვის ბევრის გაკეთება არ შემიძლია. თქვენმა პატარა ქალბატონმა კი გადაწყვიტა,რომ მას სიცოცხლე არ უნდა. არის რამ, რაც მას აწუხებს?
- მას ყოველთვის უნდოდა იტალიაში წასვლა და ნეპალის ხედის დახატვა - უპასუხა სუიმ.
- ნახატი! არა, ნახატი არა. შესაძლოა კიდევ იყოს რამ, რაც მას აწუხებს? კაცი? -კაცი? თქვა სუიმ.კაცი ღირს ამად?- არა ექიმო, არანაირი კაცი.
-შეიძლება მიზეზი სისუსტე იყოს? მე ყველაფერს გავაკეთებ რისი გაკეთებაც შემიძლია, მაგრამ როდესაც პაციენტი გრძნობს, რომ ის კვდება, ჩემი შრომის ნახევარი გამოუსადეგარი ხდება. ესაუბრეთ მას ზამთრის ახალ ტანსაცმელზე. თუ ის დაინტერესდება, მისი გადარჩენის შანსი გაიზრდება. როდესაც სუიმ ექიმთან საუბარი დაასრულა, ოთახში გავარდა ტირილით. შემდეგ ის ჯონსის ოთახში შევიდა. სახატავი ნივთები შეიტანა და სიმღერა დაიწყო. ჯონსი ძალიან სუსტად იყო და ფანჯარაში გაშეშებული იყურებოდა. სუიმ სიმღერა შეწყვიტა, რადგან ეგონა, რომ ჯონსის ეძინა, და მუშაობას შეუდგა. მას დროდადრო ჯონსის ნაზი ხმა ჩაესმოდა. ის უცბად ლოგინთან მივარდა. ჯონსი უკუთვლით ითვლიდა. “თორმეტი” -თქვა მან, ცოტახნის შემდეგ “თერთმეტი” და “ათი” შემდეგ “ცხრა” და “რვა” და “შვიდი,“ თითქმის ერთად. სუიმ აღტაცებით გაიხედა ფანჯარაში, გაიფიქრა- ნეტავ რა იყო დასათვლელი გარეთ, რადგან იქ მხოლოდ დიდი კედელი, რომელსაც ფანჯრებიც კი არ ჰქონდა და უკვე კარგად წამოზრდილი ხე იდგა.
- რა არის იქ?- იკითხა სუიმ
-“ექვსი” თქვა ჯონსიმ, დაბალი ხმით.
-ისინი ახლა უფრო სწრაფად ცვივა. სამი დღის წინ თითქმის ასნი იყვნენ,მათი დათვლით ცოტა თავი მტკიოდა, მაგრამ თანდათან მივეჩვიე. აი, კიდევ ერთი. ახლა მხოლოდ ხუთი დარჩა.
- ხუთი რა,საყვარელო?- ჰკითხა სუიმ. - ფოთლები. ხეზე. როდესაც ბოლო ფოთოლი ჩამოვარდება, მეც გაყოლა მომიწევს. ეს უკვე სამი დღეა ვიცი. ნუთუ ექიმს არ უთქვამს შენთვის?
- არა, მსგავსი არაფერი მსმენია, ძალიან უცნაურია. რა საერთო უნდა ჰქონდეს ძველ ხეს შენთან? ან შენს უკეთ გახდომასთან? შენ ძალიან გიყვარდა ეს ხე, არა? ექიმმა მითხრა, რომ შენი გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არის. ახლა კი ეცადე, რომ ცოტა მაინც ჭამო. წავალ ვიმუშავებ, ნახატს გავყიდი, ფულს გამოვიმუშავებ და მეტ საჭმელს გიყიდი, რომ უფრო გაძლიერდე- თქვა სუიმ.
- არა, შენ არ ხარ ვალდებული რამე მიყიდო, თქვა ჯონსიმ და ისევ ფანჯარაში გაიხედა.
- აი კიდევ ერთი. არა, არ მინდა არაფრის ჭამა. ახლა უკვე ოთხი დარჩა. მინდა, რომ ბოლო ფოთოლი დაღამებამდე ჩამოვარდეს და შემდეგ მეც წავალ.
- ჯონსი საყვარელო, დამპირდები, რომ თვალებს დახუჭავ და სანამ მუშაობას არ დავასრულებ, არ გაახელ? ეს ნახატი ხვალისთვის უნდა მქონდეს დასრულებული, ფანჯრებს ვერ დავფარავ, რადგან სინათლე მჭირდება.
-არ შეგიძლია სხვა ოთახში იმუშაო?- იკითხა ჯონსიმ. -არა, მირჩევნია აქ ვიყო შენთან ერთად, თან არ მინდა ამ ფოთლებს უყურო.
- როგორც კი დაამთავრებ, მაშინვე მითხარი-თქვა ჯონსიმ და თვალები დახუჭა.
- ეცადე დაიძინო. მე უნდა დავუძახო ბერჰამს, რომ აქ მოვიდეს. ამ ნახატში კაცის დახატვა მინდა. ერთი წუთიც არ დამჭირდება, ეცადე არ იმოძრაო, სანამ არ დავბრუნდები.
თარგმნა მარიამ ჟღენტმა
ილუსტრაციები დახატა მარიამ დევაძემ
Comments