top of page
Mariam Zghenti

უკანასკნელი ფოთოლი - ნაწილი მე-2

ო'ჰენრი

მოხუცი ბერჰამი მხატვარი იყო, რომელიც მათი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა. ის დიდად წარმატებული მხატვარი არ გახლდათ. ორმოცი წლის განმავლობაში მას ერთი კარგი ნახატიც კი არ დაუხატავს. მას ხატავდნენ და სწორედ ამით შოულობდა მცირეოდენ თანხას. იგი ბევრს სვამდა და ხშირად ლაპარაკობდა წარმოსახვით მასტერკლასებზე, მაგრამ მათი განხორციელების სურვილი ალბათ არასდროს გასჩენია.

სუიმ ის თავის ბნელ ოთახში იპოვა. ალკოჰოლის სუნით იყო იქაურობა გაჟღენთილი. მან ბერჰამს ყველაფერი უამბო ჯონსიზე და სთხოვა, რომ მასთან ასულიყო. ბერჰამი გაბრაზდა.

- რატომ მიეცი უფლება მსგავს სისულელეზე ეფიქრა?-იყვირა მან.

-არა, მე არსად არ მოვდივარ. -ის ძალიან ავად და სუსტად არის. სწორედ ეს აფიქრებინებს მას ამ უცნაურ იდეებს.

- თუ წამოსვლა არ გინდა, არ წამოხვიდე, მაგრამ ჩემი აზრით, ეს შენი მხრიდან არცთუ ისე სწორია, მკაცრად უთხრა სუიმ.

-ქალი ხომ არ ვარ? ვინ თქვა, რომ არ წამოვალ? წადი მოგყვები.

როდესაც ავიდნენ, ჯონსის ეძინა.სუიმ ფანჯარას ფარდა გადმოაფარა და ბერჰამი სხვა ოთახში გაიყვანა. ბერჰამი დაჯდა და სუიმ ხატვა დაიწყო. ის თითქმის მთელი ღამე მუშაობდა. დილით ერთ საათიანი ძილის შემდეგ სუი ჯონსის ოთახში შევიდა. ჯონსის თვალები გახელილი ჰქონდა და ფანჯარაში იყურებოდა.

-ხის დანახვა მინდა- თქვა მან. სუიმ ფარდა გადაწია. წვიმიანი ღამის შემდეგ მხოლოდ ერთი მუქი მწვანე ფერის ფოთოლიღა იყო შემორჩენილი ხეზე.

-ეს ბოლოა?- იკითხა ჯონსიმ. არადა მეგონა, რომ ბოლო ფოთოლი ღამე ჩამოვარდებოდა. დღეს ის ჩამოვარდება და მეც თან გავყვები.

- ჯონსი,უთხრა სუიმ. ჩემზე მაინც იფიქრე, თუ შენი თავი არ გაინტერესებს. შენს გარეშე რას ვიზამ? ჯონსიმ არ უპასუხა.

ყველაზე საცოდავი რამ მთელს მსოფლიოში არის ის მარტოხელა სული, რომელიც სამოგზაუროდ ემზადება.

დღე ნელ-ნელა გადიოდა. ბნელდებოდა, მაგრამ ისინი მაინც ხედავდნენ ხის ტოტზე ჩამოკიდებულ უკანასკნელ ფოთოლს. როდესაც მეორე დღე გათენდა, ჯონსიმ ისევ მოითხოვა ხის დანახვა. ფოთოლი ისევ იქ იყო. ჯონსი ისევ იწვა და უყურებდა ფოთოლს. შემდეგ სუის დაუძახა, რომელიც მას საჭმელს უმზადებდა.

-ვიცი ცუდი გოგო ვიყავი სუი- თქვა ჯონსიმ. რაღაცის ძალამ უკანასკნელ ფოთოლს ჩამოვარდნის უფლება არ მისცა. ჩემი სიკვდილის სურვილი არასწორი იყო. ახლა ჭამას ვეცდები, მაგრამ ჯერ შუშის ნატეხი მომიტანე, რომ ჩემი თავის დანახვა შევძლო. ერთი საათის შემდეგ ჯონსიმ სუის დაუძახა და უთხრა: -“ვიმედოვნებ ერთ დღეს ნეპალის ხედის დახატვა შემეძლება“. ექიმი საღამოს მოვიდა. სუიმ ის დერეფანში გაიყვანა სასაუბროდ.

- შანსი არის-

თქვა ექიმმა და ხელი ჩამოართვა სუის.

-კარგად მოუარე, გამოკეთდება. კარგი, ახლა უნდა წავიდე. ამ შენობაში კიდევ ერთი პაციენტი მელოდება, ბერჰამი ჰქვია, მხატვარია თუ არ ვცდები. კიდევ არის ერთ- ერთი პაციენტი მეტსახელად „პნევმონია“. „პნევმონია“ ძალიან მოხუცი და სუსტი კაცია, ძალიან ავადაა. იმედი თითქმის არ არის, თუმცა დღეს საავადმყოფოში მიგვყავს და ყველანაირად ვეცდებით მას გავუმარტივოთ ეს ყველაფერი.

ექიმი მეორე დღესაც მოვიდა და ჯონსის მონახულების შემდეგ თქვა: - ის უკვე უსაფრთხოდ არის, ახლა მას მხოლოდ საჭმელი და მოვლა ესაჭიროება. იმ საღამოს სუი ჯონსის ლოგინთან მივიდა, ხელი მხრებზე გადახვია და უთხრა:

-მისტერ ბერჰამი პნევმონიით გარდაიცვალა. ის მხოლოდ ორი დღე იყო ავად. ვიღაცამ ის პირველ დღეს დილით, ბაღში მაგიდაზე სუსტად იპოვა. მას ყველაფერი ძალიან სტკიოდა და ვერავინ შველოდა. ბერჰამის ტანსაცმელი ყინულივით ცივი და სველი იყო. ყველას აინტერესებდა სად იყო ის წინა ღამეს.

ცოტა ხნის შემდეგ იქვე რაღაც ნივთები იპოვეს- ფანარი, მასალები, რაც მას ნახატისთვის სჭირდებოდა და მწვანე და ყვითელი საღებავები.

გაიხედე ფანჯარაში ,შეხედე უკანასკნელ ფოთოლს. არ გიფიქრია იმაზე, თუ რატომ არ ირხეოდა ის ფოთოლი ამდენი ხნის განმავლობაში? ჩემო საყვარელო, ის ბერჰამის შესანიშნავი მასტერკლასია, მან ის იმ ღამეს დახატა, როდესაც უკანასკნელი ფოთოლი ხიდან ჩამოვარდა-თქვა სუიმ.


თარგმნა მარიამ ჟღენტმა

ილუსტრაციები დახატა მარიამ დევაძემ


94 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


Post: Blog2 Post
bottom of page